აკადემიური მოთხოვნები


სტუდენტისათვის წაყენებული აკადემიური მოთხოვნები

 

  • სემესტრში დაგეგმილი  საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავ­­ლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარი­ფით;
  • თუ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიაში დამტკიცებული სასწავლო კურსის პრაქტიკული მეცადინეობის შეფასების უწყისით ვერ დააგროვებს მინიმუმ 11 ქულას, ის მოიხსნება სასწავლო კურსიდან და გაუფორმდება შეფასება “F”, რაც ითვალისწინებს აღნიშნული სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლას, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე.
  • სასწავლო კურსის საბოლოო შეფასება “F”-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია განმეორებით შეისწავლოს სასწავლო კურსი დამატებითი გადასახადის უზრუნველყოფით მომდევნო სასწავლო ეტაპის ბოლომდე; მას მხოლოდ აღნიშნულ სასწავლო კურსებში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში შეუძლია წინაპირობების გათვალისწინებით მასზე ბმული სასწავლო კურსების გავლა. სტუდენტი”F”-ით შეფასებული ერთი და იმავე საგნის განმეორებით შესწავლის რაოდენობაში არ არის შეზღუდული;
  • სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლის შემთხვევაში მიმდინარე სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასებად ჩაითვლება მისი ბოლო შედეგი;
  • FX შეფასების და/ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება განმეორებით გამოცდაზე იმავე სემესტრში, დასკვნითი  გამოცდიდან არა ნაკლებ 10 დღეში.
  • დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს, სასწავლო პროცესის აკადემიური კალენდრით  განსაზღვრულ ვადებში.
  • დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება მინიმუმ 51 ქულა;
  • ცალკეული  სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება სასწავლო კურსისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად. სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლის შემთხვევაში 1 ECTS კრედიტის ღირებულება შეარგენს 30 (ოცდაათი) ლარს;
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, ფინანსური დავალიანების გამო სასწავლო კურსზე (სასწავლო კურსებზე) რეგისტრაციის გაუქმების, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, ან სასწავლო კურსზე (სასწავლო კურსებზე) რეგისტრაციის გაუქმების სხვა შემთხვევების დროს, სტუდენტი არ თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციის შესაბამისად სემესტრულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული სწავლის საფასურის გადახდისაგან.
  • სტუდენტის ჩარიცხვის მომენტისთვის დადგენილი სწავლის საფასური სწავლების სტანდარტული პერიოდის განმავლობაში არ შეიცვლება, გარდა ეროვნული ვალუტის (ლარის) აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გაუფასურებისა; ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვნად გაუფასურებად ჩაითვლება ლარის აშშ დოლართან მიმართებაში მინიმუმ 5% დევალვაცია. აღნიშნულ ვადაში შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და იგი აითვლება სტუდენტის უს ჯორჯიაში ჩარიცხვისა და მისთვის სტუდენტის სტატუსის მინიჭების მომენტიდან;