ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური


 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის სფერო

  1. სამსახური წარმოადგენს სწავლის, სწავლების და სამეცნიერო კვლევების ხარისხის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს;
  2. სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება უს ჯორჯიას სასწავლო პროცესის, სწავლების ხა­რისხის,  აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და სასწავლო პრო­ცესის ერთიანობის კოორდინაცია და სისტემატური შეფასება;
  3. სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური და პრაქტიკული პრობლემების მეცნიერული და­მუშავება და  გადაწყვეტის პროცესის შეფასება;
  4. უს ჯორჯიას აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების, სემინა­რების ჩატარება, სხვა სასწავლებლებიდან, მათ შორის  გამოცდილი სპეციალისტების მოწვევა, გაცვლითი პროგრამების  კოორდინირება;
  5. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრისთვის შესაბამისი კოეფიციენტების განსაზღვრის ორგა­ნიზება;
  6. უს ჯორჯიას ავტორიზაციისათვის აუცილებელი მასალების მომზადების  კოორ­დინაცია.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზნები

  1. განათლების  ხარისხის  განუწყვეტელი  გაუმჯობესების  პირობების  უზრუნველყოფა;
  2. ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პირობების (კურიკულუმების  გან­ვითარება, სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, მობილობის სქემისა და სწავლების, კვლევების  ინტეგრირებული) შექმნა;
  3. უს ჯორჯიას კონკურენტუნარიანობის  გაზრდა,  როგორც  შიდა,  ასევე გარე ბაზარზე;
  4. სწავლების დონის, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის სისტემატური შეფა­სება და შესაბამისად ხარისხის დონის ამაღლების ხელშეწყობა, რომლის შედეგები საჯარო, გამ­ჭირვალე  და  ხელმისაწვდომია  ყველა  დაინტერესებული პირისთვის  და რომელშიც მონაწილეობას  იღებენ  ასევე  უს ჯორჯიას სტუდენტები.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ამოცანები

  1. უს ჯორჯიას სწავლისა და სწავლების დონის ხარისხის შეფასების თანამედროვე მეთოდების (მო­დულები,  საკრედიტო  სისტემა  და  ა.შ.) დანერგვა და უზრუნველყოფა;
  2. ხელშეწყობა თვითშეფასების ანგარიშების მომზადებისას და მასში შესატანი ყოველი კრებსითი ინფორმაციის კონტროლი;
  3. განათლების  ხარისხთან  დაკავშირებული  ინფორმაციის  შეგროვება-გაანალიზება და  შედეგების  გამოყენება სასწავლო  პროცესის  ხარისხის გაუმჯობესებისათვის;
  4. თანამშრომლობა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებუ­ლებების შესაბა­მის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭირვალე კრიტერიუმებისა და მათი  უზრუნველ­ყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  5. უს ჯორჯიას კურსდამთავრებულების  დასაქმების  მონიტორინგი  და ანალიზი;

 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობები

  1. უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფის  პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზ­მებისა და  პროცედურების შემუშავება;
  2. სასწავლო პროცესთან, ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციასთან,  ავტორი­ზაციასთან დაკავშირებული  ინსტრუქციების, წე­სების, დადგენილებების, ბრძანებე­ბის შემუშავების ორგანიზება და კოორდინირება;
  3. საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური  მონიტო­რინგის ორგანიზება შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
  4. საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის შედეგად, უს ჯორჯიას მიმართულებებისა  და  აკადემიური  საბჭოსთვის  რეკომენდაციების  შემუშავება  საგან­მანათლებლო  პროგრამების  შემდგომი  სრულყოფის  მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;
  5. სტუდენტთა და აკადემიური  პერსონალის ანონიმური გამოკითხვის კითხვარის შემუშავება, გამოკითხვის ჩატარება და შედე­გების  ანალიზის  საფუძველზე  რეკომენდაციების  წარდგენა   აკა­დემიური  საბჭოს  წინაშე  საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
  6. ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თან­დართული დოკუმენ­ტაციის  მომზადებისა და შეგროვების  ორგანიზება;
  7. უს ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსისა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარ­ტებთან და რეკომენდაციების წარდგენა უს ჯორჯიას ხელმძღვანელისთვის;
  8. მინიჭებული კომპეტენციის ფარგ­ლებში უს ჯორჯიას შინაგანაწესითა და დებულებით, რექტორის სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბ­ჭოს გადაწყვეტილებებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამო­სილების განხორციელება;

საკონტაქტო პირი:

ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელი – ნინო ბოჭორიშვილი

ელ-ფოსტა – nbochorishvili@uzgeorgia.edu.ge  მობილური – 599742753