სტრატეგიული განვითარების გეგმა


შპს მაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას

სტრატეგიული განვითარების გეგმა

2012-2017 ..

I.         პრეამბულა

წინამდებრე დოკუმენტი წარმოადგენს 2012-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას. დოკუმენტი შემუშავებულია იმ მიზნით, რომ დაწესებულებამ შეძლოს მის მიერ აღიარებული ფუნდამენტალური ღირებულებების გათვალისწინებით დაწესებულების მისიის განხორციელება. ის გათვლილია ერთწლიან და ექვსწლიან პერიოდებზე. სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში უმაღლესი სასწავლებლის  თითქმის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
II.        სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
მიმდინარე პერიოდში უს ჯორჯიაში ფუნქციონირებს შემდეგი ორი მიმართულება:
1. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგრამა
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – ინგლისური ენა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა
უს ჯორჯიაში დანერგილია ერთსაფეხურიანი სწავლება:  I საფეხური  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია ფლობს კომპონენტთა მნიშვნელოვან ნაწილს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მოსამზადებლად:
• უს ჯორჯიას სტრუქტურა შეესაბამება საგანმანათლებლო დაწესებულების უახლეს მოთხოვნებს;
• აქვს საკუთარი განახლებადი ვებ-გვერდი, ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, მუდმივი ინტერნეტი;
• შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ა.შ.
• უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია გამოცემს დამოუკიდებელ ჟურნალს ”ივერონი”-ს.
უს ჯორჯიას  ფუნქციონირების ეფექტურობას ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობა  სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან, მათ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შემდეგი მემორანდუმები:

  1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას ურთიერთანამშრომლობის შესახებ.
  2. რეგიონალური განვითარების რესურსცენტრსა  (RDRC) და  შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი უმაღლესი სასწავლებელის სტუტენდთა რესურსცენტრის მიერ დაგემილ ყველა აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობის მიზნით ურთიერთანამშრომლობის შესახებ.
  3. შპს ექვთიმეთაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ.
  4. შპს ”საბანკო სწავლების ცენტრსა და შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი  სტუდენტთათვის საწარმოო პრაქტის უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთანამშრომლობის შესახებ.

III.      სტრატეგიული ამოცანები

უს ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება მოიცავს შემდეგ ზოგად პრიორიტეტულ მიზნებს:

  • სახელმწიფოს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში მონაწილეობა;
  • ავტორიზაციისა და  აკრედიტაციის მიღწევა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • პედაგოგიური პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • პიროვნების მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადების ჰარმონიული განვითარების მიღწევა;

IV. საშუალოვადიან პერსპექტივაში უს ჯორჯია სთავაზობს სხვა უმაღლეს სასწავლებლებს.

• ერთობლივი კვლევების ჩატარებას: აღნიშნული მიმართულებით უს ჯორჯიას გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა და ამიტომ დაინტერესებულ პირებს და მსურველ ორგანიზაციებს იწვევს როგორც საკუთარი, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებში შემავალი საკითხების და პრობლემების ერთობლივი კვლევების, მიღწეული შედეგების პრეზენტაციისა და ცხოვრებაში დანერგვისათვის;
• ერთობლივი საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციების მოწყობას: გულისხმობს როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა კონფერენციებს, სემინარებსა და იუბილეების აღნიშვნას;
• პროფესორ-მასწავლებებლთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლებს: მსგავსი ხასიათის თანამშრობლობა საქართველოს უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე უმაღლესი სასწავლებელი მზად არის უზრუნველყოს თანამშრომელთა მივლინებები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და თვითონაც უმასპინძლოს სხვადასხვა სასწავლებლების როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს ერთობლივი სწავლების, პროფესიული წვრთნების, საზაფხულო სკოლების და ა.შ. მოწყობაის მიზნით ან მოსაწყობად.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით:
კურსდამთავრებულებთან ურთიერთობები: ისევე როგორც ნებისმიერი წარმატებული და სერიოზული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,  უს ჯორჯიაც ცდილობს მუდმივი კავშირი იქონიოს კურსდამთავრებულებთან. ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, სასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უს ჯორჯიას ხელმძღვანელობა თვლის კურსდამთავრებულთა რეესტრის ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფას;