ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა


მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
კრედიტების რაოდენობა: 240 კრედიტი

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება,  რაშიც მათ დაეხმარება პროგრამით შეთავაზებული თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.


პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად მოიაზრება:

  • პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების შესწავლა;
  • თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • საბაკალავრო ნაშრომის შესრულება;
  • საწარმოო პრაქტიკის გავლა;

საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისათვის, როგორც   ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზრებსა და საგანმანათლებლო სივრცეში  კონკურენტუნარიან  სპეციალისტად  ჩამოყალიბებისათვის  საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და სათანადო უნარების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

საკონტაქტო პირი: მარინე კობალავა
ტელ.: 599 56 41 71
ელ-ფოსტა: mkobalava@usgeorgia.edu.ge

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აღწერა