რექტორის მიმართვა


ძვირფასო აბიტურიენტებო,

„ჯორჯიას“ არჩევით თქვენ ირჩევთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე უმაღლეს სასწავლებლს, რომელშიც მიიღებთ ხარისხიან განათლებას და შესაძლებლობას – განივითაროთ დარგობრივი უნარები, შეიძინოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ აკადემიური ხარისხი.

ჩვენთან შეიძენთ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც დღევანდელ შრომის ბაზარს სჭირდება და რომელიც დასაქმების წინაპირობაა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი სტუდენტების წარმატებული კარიერის დაწყებას.

ნუ დაივიწყებთ რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში. დღესვე დაიწყეთ მომავლის დაგეგმვა – ისე სწრაფად გაირბენს ოთხი წელიწადი, ვერც კი შეამჩნევთ.

იყავით აქტიური სტუდენტი, აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ აქტივობებში, იაქტიურეთ სასწავლებლის გარეთაც – ჩაერთეთ სოციალურ პროექტებში. გაითვალისწინეთ, რომ ის კავშირები, რომლებსაც „ჯორჯიაში“ დაამყარებთ, თქვენს მომავალს სასიკეთოდ შეცვლის.

იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და გახსოვდეთ, რომ სტუდენტის პირველი მოვალეობა სწავლაა. იყავით მომთხოვნი ლექტორების მიმართაც და მოგვმართეთ ნებისმიერი სირთულის დროს. ჩვენ ველით უკუკავშირს თქვენგან. ეს დაგვეხმარება ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაში.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ არჩევანის უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიაზე“ შეჩერებისთვის და გითხრათ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას.

P.S. დავგეგმოთ თქვემი კარიერა აქ! წინ უკეთესი მომავლისკენ!

საუკეთესო სურვილებით,
ლიანა ჭოველიძე
რექტორი