უმაღლესი სასწავლებლის წესდება


შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას წესდება

 

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას შემდეგში (უს ჯორჯია)
წ ე ს დ ე ბ ა

შინაარსი
I _ ზოგადი დებულებები;
II _ უს ჯორჯიას იურიდიული სტატუსი
III _ უს ჯორჯიას საქმიანობის საგანი;
IV _ უს ჯორჯიას საქმიანობის ფორმები;
V _ უს ჯორჯიას საწესდებო კაპიტალი;
VI _ პარტნიორები და მათი უფლება-მოვალეობანი;
VII _ უს ჯორჯიას ქონება;
VIII _სარეზერვო და სხვა ფონდები;
IX _ უს ჯორჯიას მართვის ორგანოები;
X _ საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება;
XI _ უს ჯორჯიას საქმიანობის კონტროლი;
XII _ დავების გადაწყვეტის წესი;
XIII _ კონფიდენციალობა;
XIV _ წლიური ანგარიში და მოგების განაწილება;
XV _ უს ჯორჯიას ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია;
XVI _ დასკვნითი დებულებები.

I. ზოგადი დებულებები
1. საზოგადოების სრული საფირმო დასახელებაა: შეზღუდული პასუხისმგემლობის საზოგადოება შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია, შემდეგში უს ჯორჯია, ხოლო სამართლებრივი ფორმა – შპს.
2. უს ჯორჯიას დამფუძნებელი პარტნიორები და საწესდებო კაპიტალის მფლობელები არიან:
1) ჭოველიძე ლიანა – დაბ. 1941 წ. 16.02 ქ. თბილისში. მცხ. ქ. თბილისი, ბახტრიონის 11;
2) კობალავა მარინე – დაბ. 1962 ქ. 29.09 ქ თბილისში. მცხ. ქ. თბილისი ბახტრიონის 11.
3. უს ჯორჯიას სამეურნეო წელი არის ერთი კალენდარული წელი, წელი საზოგადოების რეგისტრაციიდან წლის 31 დეკემბრამდე შეადგენს არასრულ სამეურნეო წელს.
4. უს ჯორჯია წარმოადგენს შპს ”საერთშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის” სამართალ მემკვიდრეს, რომელიც რეგისტრირებულია ვაკის რაიონული სასამართლოს მიერ 1995 წლის 11 იანვარს.
5. უს ჯორჯიას ადგიმსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, ჯ. ნადირაძის 46.
6. უს ჯორჯია მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
II. უს ჯორჯიას იურიდიული სტატუსი
7. უს ჯორჯია თავის საქმიანობას წარმართვს ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის , საქართველოს არასახელმწიფო საერო სასწავლებლების დებულების, /დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილებით/ საერთშორისო სამართლებრივი ნორმების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
8. უს ჯორჯია წარმოადგენს იურიდიულ პირს, მას უფლება აქვს თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
9. უს ჯორჯიას გააჩნია განკერძოებული ქონება, რომლის ფლობას, სარგებლობას და განკარგვას ახორციელებს დამოუკიდებლად.
10. უს ჯორჯიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
11. უს ჯორჯიას აქვს ბეჭედი, შტამბი და ბლანკები თავისი საფირმო სახელწოდებით, სავაჭრო ნიშნები, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
12. უს ჯორჯიას პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, ხოლო პარტნიორის პასუხისმგებლობა – საწესდებო კაპიტალში მისი წილის ოდენობით.
13. სახელმწიფო პასუხს არ აგებს უს ჯორჯიას ვალდებულებებზე, ხოლო უს ჯორჯიას – სახელმწიფო ვალდებულებებზე.
14უს ჯორჯიას შეუძლია დამატებითი ლიცენზიების საფუძველზე შექმნას ფილიალები სასწავლებლის ფარგლებს გარეთ, წარმომადგენლობები და სხვა სასწავლო ქვედანაყოფები /რომლებიც უს ჯორჯიას ბალანსზე იქნება/ კანონით დადგენილი წესით.
15. უს ჯორჯიას შეუძლია უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები და განახორციელოს მათთან ერთად ერთობლივი საქმიანობა კანონით დადგენილი წესით

III. უს ჯორჯიას საქმიანობის საგანი
16. უს ჯორჯია მართლზომიერად, არაერთჯერადად, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას:
1) სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიცემა;
2) სასწავლო მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება და გამოცემა;
3) კონტრაქტების საფუძველზე სპეციალური იურიდიული, საერთშორისო ეკონომიკური, ტელე-კინო-რადიო ჟურნალისტიკის, ფინანსების, ბუღალტერია და საბანკო საქმის, საგადასახადო-საბაჟო საქმის და საგარეო ვაჭრობის სფეროში განათლების მიცემა სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის;
4) გამომცემლობა;
5) საზოგადოებას თავისი მიზნებიდან გამომდენარე შეუძლია განახორციელოს სხვა საქმიანობაც, რაც აკრძალულია არ არის კანონით;
6) საზოგადოება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე
7) საზოგადოების წესდებასთნ ერთდ შეიძლება ჰქონდეს შინაგანაწესები, რომლებიც მის სტრუქტურულ ერთეულების (ფაკულტეტები, კათედრები, განყოფილებები და ა.შ.) საქმიანობას კონკრეტულად დაარეგულირებს.
IV. უს ჯორჯიას საქმიანობის ფორმები
17. უს ჯორჯიას სტუდენტები მიიღებიან ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. სწავლის ხანგრძლივობას და საფასურს განსაზღვრავს რექტორატი.
18. სწავლების საფასურს უს ჯორჯია განსაზღვრავს დამოუკიდებლად, საქართველოში შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებზე არსებული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მატერიალურ – ტექნიკური ბაზის, სამეცნიერო პოტენციალის გათვალისწინებით და შესაძლებელია მისი კორექტირება სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრების დონის შესაბამისად.
19. უს ჯორჯიაში უპირატესად გამოიყენება სწავლების დასწრებული ფორმა წარმოებისაგან მოწყვეტით.

V. უს ჯორჯიაში საწესდებო კაპიტალი
20. უს ჯორჯიას საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2000 ლარს არაფულადი შენატანით. საწესდებო კაპიტალი ნაწილდება შემდეგი პროპორციით:
1) ჭოველიძე ლიანა – 1000 ლარი -50%;
2) კობალავა მარინე -1000 ლარი – 50%
21. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დასაშვებია საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება /შემცირება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე, რაც რეგისტრირებულ უნდა იქნას სამეწარმეო რეესტრში/.
22. საწესდებო კაპიტალის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პარტნიორი მთლიანად შეიტანს თავის შენატანს. საწესდებო კაპიტალის გაზრდა ხდება დამატებით შენატანის გზით. დამატებითი შენატანები წილის პროპორციული უნდა იყოს.
23. არ დაიშვება საწესდებო კაპიტალის შემცირება და გაზრდა, თუ არ არსებობს პარტნიორთა თანხმობა.

VI. პარტნიორები და მათი უფლება-მოვალეობები
24. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობანი აქვთ. 2 პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით.
25. თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს სხვა წილს, თითოეული წილი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას.
26. პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმებაა აგრეთვე საჭირო შეთნხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.
27. პარტნიორები, რომელთა წილი ერთდ შეადგენს საწესდებო კაპიტალის 1/2 ნაწილს, უფლება-მოსილნი არიან მოითხოვონ კრების მოწვევა. ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს საქმის გარემოებიდან გამომდინარე შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი.
28. პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და უს ჯორჯიას ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს უს ჯორჯიას საბუღალტრო წიგნებს უშუალოდ ან დამოუკიდებლად ექსპერტის მეშვეობით.
29. პარტნიორები აკონტროლებენ უს ჯორჯიას ხელმძღვანელობას.
30. პარტნიორებს უფლება აქვთ:
1) მიიღონ ინფორმაცია უს ჯორჯიას საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე, უს ჯორჯიას ქონების მდგომარეობის შესახებ გაეცნონ უს ჯორჯიას საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებს;
2) მიიღონ წილი უს ჯორჯიას მოგებიდან გაწეული შრომის მიხედვით;
3) გაასხვისონ თავისი წილი რომლის დროსაც საზოგადოების სხვა პარტნიორებს აქვთ მისი შეძენის უპირატესი უფლება. თუ წილის შეძენის სურვილს გამოთქვამს ყველა პარტნიორი, მათ უფლება აქვთ შეიძინონ წილის ნაწილი საწესდებო კაპიტალში მათი წილის პროპორციულად.
31. პარტნიორები მოვალენი არიან:
1) შეიტანონ საწესდებო კაპიტალში შენატანი პარტნიორთ კრების მიერ დათქმულ ვადაში;
2) შეასრულო უს ჯორჯიას მიმართ ნაკისრი ვალდებულებები;
3) მონაწილეობა მიიღონ უს ჯორჯიას მართვაში უშუალოდ ან მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით;
4) ხელი შეუწყონ უს ჯორჯიას მისი მიზნებისა და ფუნქციონირების შესრულებაში;
5) პარტნიორს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს უს ჯორჯიადან , წერილობით აცნობოს რა ამის შესახებ უს ჯორჯიას სამი თვით ადრე.
32. საზოგადოებიდან /უს ჯორჯიადან / პარტნიორის გარიცხვა არ დაიშვება გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა და უს ჯორჯიას წინააღმდეგ მოქმედებებისა.

VII. უს ჯორჯიას ქონება
33. უს ჯორჯია ითვლება მესაკუთრედ:
1. ქონებისა, რომელიც მათ გადაცეს პარტნიორებმა საწესდებო კაპიტალში.
2. შემოსავლებისა, რომელიც მიიღება მის მიერ წესდებით გათვალისწინებული სამუშაოების მომსახურების შესრულებისაგან;
3. მატერიალური და ფულადი სახსრებისა, რომელიც მიღებულია კანონიერ საფუძველზე – ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, მიზნობრივი სესხის აღების მეშვეობით, საშუამავლო და კომერციული საქმიანობით;
4. სტიდენტების მიერ სწავლების საფასურის გადახდით;
5. ორგანიზაციების, წარმოება-დაწესებულებების, ფირმების, კოოპერატივების და კერძო პირების შემოწირულობებისაგან;
6. სტუდენტებისათვის სწავლების საფასურის გადახდა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს ასევე იურიდიულ პირებს/ ორგანიზაცია, დაწესებულებები, დაწესებულებები, ფირმები და ასე შემდეგ/ ლტოლვილი, მრავალშვილიანი, ომში მონაწილეთა და დაღუპულთა ოჯახის წევრ სტუდენტებს შეიძლება მიეცეთ შეღავათიან ფასად ან უფასოდ სწავლების ნება.
7. სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე შესრულებული სამეცნიერო, კვლევითი, მეთოდური და საკონსულტაციო სამიშაოებისაგან მიღებული შემოსავალი, მის მიერ წარმოებული ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული ამონაგები;
34. უს ჯორჯია საკუთრებად ითვლება მის მიერ შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ქონება.
35. უს ჯორჯია თავისი შეხედულებისამებრ:
1. იყენებს და განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ და ფულად სახსრებს, /მის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობებს, მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებებს, ინვენტარს, მატერიალურ ფასეულობებს, გადასცემს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ყიდის, ცვლის, აძლევს იჯარით, გადასცემს დროებით სარგებლობაში,/ ჩამოაწერს ბალანსიდან თუ ისინი გაცვეთილია და მორალურად მოძველებული;
2. გასცემს სესხით მის განკარგურებაში არსებულ ფულად სახსრებს;
3. იხდის მისთვის გაწეული მომსახურებისა და სამუშაოების გადასახადს ეკუნომიკური სტიმულირების ფონდიდან.
36. უს ჯორჯია შრომითი კოლექტივი და სტუდენტები ვალდებულნი არიან გაუფრთილდნენ უს ჯორჯიას ქონებას.
37. დაუშვებელია უს ჯორჯია ქონების რეკვიზიცია და კონფისკაცია.

VIII. სარეზერვო და სხვა ფონდები.
38. უს ჯორჯია იქმნება სარეზერვო ფონდი, სტუდენტთა მატერიალური სტიმულირების ფონდი, საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდი.
39. უს ჯორჯიას სარეზერვო ფონდის ხარჯზე იფარება ზარალი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას უს ჯორჯიას საქმიანობის დროს.
40. მატერიალური სტიმულირების ფონდი იქმნება მიგებიდან ანარიცხებით და გამოიყენება მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისათვის.
IX. უს ჯორჯიას მართვის ორგანოები.
41. უს ჯორჯიას მართვის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ორგანოებია:
1. პარნტნიორთა კრება;
2. სამეცნიერო საბჭო;
3. რექტორი;
4. აკადემიური საბჭო;
5. წარმომადგენლობითი საბჭო;
6. ხარისხის მართვის სამსახური;

პარტნიორთა კრება:
უს ჯორჯია მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომლის მოწვევაც ხდება წელიწადში რამდენჯერმე და იღებს გადაწყვეტილებებს წლიური შედეგების შესახებ.
პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
1) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
2) წილთა შეძენა და გასხვისება, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
3) სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
4) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
5) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
6) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება მთელი წლის საბალანსო თანხის 10%(ათ პროცენტს);
7) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;
8 ) იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
9) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობის და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
10) პროკურის გაცემა და გაუქმება;
11) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
12) შესატანების გადახდის მოთხოვნა;
13) დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;
14) რექტორის დანიშვნა და გამოწვევა;
15) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
16) შრომის წიგნაკის დამტკიცება;
17) წმინდა მოგების განაწილების ნორმატივების დამტკიცება;
18) სამეცნიერო საბჭოს შექმნა; ა) მაღალი სამეცნიერო და ოედაგოგიური პოტენციალის მქონე ლექტორ-მასწავლებლებისათვის სამეცნიერო ხარისხის და წოდების მინიჭების უფლება; ბ) სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია ახალგაზრდა პერსპექტიული სპეციალისტების მაძიებელთა სტატუსით უს ჯორჯიაში მიღებისა და მათგან სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადება შესაბამისი პროფილის მიხედვით, რის საშუალებასაც იძლევა უს ჯორჯიას პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პოტენციალი;
19) სარევიზიო კომისიის შექმნა;
20) სწავლების საფასურის და ნაბეჭდი პროდუქციის სარეალიზაციო ფასების დამტკიცება.

რექტორი:
უს ჯორჯია ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას ახორციელებს რექტორი/ ხელმძღვანელოთ საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება უს ჯორჯია მიზანს/. რექტორს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურისაბჭო ფარული კენჭისყრით.

რექტორი თავისი კოპეტენციის ფარგლებში:
1) გამოსცემს ბრძანებებს;
2) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუშაკებს არსებული წესის შესაბამისად;
3) ხელმძღვანელობს უს ჯორჯიას საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
4) ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
5) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს;
6) იღებს სტუდენტებისა და თანამშრომლების წახალისების ზომებს.

აკადემიური საბჭო:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ-სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლების მიერ ფარული კენჭისყრით. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება წესდებით. აკადემიურ საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი.

აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო კვლევისთ პროგრამებს.
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას;
დ) ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს- რექტორს. სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ევროპული გამოცდებისათვის , აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით. ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს. ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ. ირჩევს უს ჯორჯიას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს.

წარმომადგენლობითი საბჭო:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულიდან, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველძე ფარული კენჭისყრით. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას.
სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ს ასისტენტ-პროფესორი. რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადა და მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეული იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერ-კვლევითი , მუშაობის აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას.

X. საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება
1. საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა უს ჯორჯიაში წარმოებს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საბუღალტრო საქმეები უნდა იყოს სრულყოფილი , სწორი ,გასაგები, საბუღალტრო აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასა და შესაბამისი წინა წლის მაჩვენებლებთან.
3. სამეურნეო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს.
4. სამეურნეო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში უს ჯორჯიაში დგება გასული სამეურნეო წლის ბალანსი. ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ (წლიური ანგარიში), ასევე წლიური ანგარიში და დასკვნითი ანგარიში.
5. წლიური ანგარიში დგება ეროვნული ვალუტით და ხელს აწერს რექტორი.
6. უს ჯორჯიაში ათი წლის განმავლობაში ინახება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო ნუსხა, ბალანსი, ასევე სამუშაო ინსტრუქციები და ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) მიღებული და გაგზავნილი საქმიანი კორესპოდენცია;
გ) სხვა საბუღალტრო დოკუმენტები.

XI. უს ჯორჯიას საქმიანობის კონტროლი;
1. უს ჯორჯია ვალდებულია თავისი საქმიანობის კონტროლი ჩაატაროს წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც.
2. შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს უს ჯორჯიას საქმიანობის ნორმალური რეჟიმი.
XII. სტუდენტთა თვითმართველობის უფლებები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო თანასწორი,პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმართველობა.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად.
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად , რომლითაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს.ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს ჩაერთოს სტუდენტური თვითმართველობის საქმიანობაში.

XIII. დავების გადაწყვეტის წესი
პარტნიორებს შორის წარმოშობილი ყველა უთანხმოება და დავა ამ წესდების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მათ შორის მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს .

XIV. კონფიდენციალობა
პარტნიორების მიერ ერთმანეთისათვის , ასევე უს ჯორჯიასთვის გაცემული დოკუმენტაცია ან ტექნიკური, ფინანსური, კომერციული და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია უს ჯორჯიას შექმნასთან და საქმიანობასთან ან გააჩნიათ კომერციული ღირებულება, გარდა მექრთამეთა შესახებ საქართველოს კანონის 172 მუხლში დაფიქსირებული ინფორმაციისა, ჩაითვლება კონფიდენციალურად და არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, გარდა საზოგადოებაში მომუშავე პირებისა, თავიანთი მოვალეობის სათანადო შესრულებისათვის.
პარტნიორთა კრება განსაზღვრავს კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობას და იღებს გადაწყვეტილებას კომფიდენციალობის გაუქმების შესახებ .
კონფიდენციალობის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ხელისუფლების და მმართველობის სახელმწიფო ორგანოებს .
ყველა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის აუცილებელია პარტნიორთა გადაწყვეტილება.

XV. წლიური ანგარიში და მოგების განაწილება
/წლიური შედეგები/
წლიურ ანგარიშს ადგენს რექტორი სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში. წლიურ ანგარიშს ეცნობიან პარტნიორები. ანგარიშში შეიძლება მითითებული იქნას მათი წინადადებები მოგების გამოყენების ნშესახებ.
წლიურ ანგარიშს ამტკიცებს პარტნიორთა კრება გადაწყვეტილების ფორმით.
წლიური მოგების განაწილებისას პარტნიორები მხედველობაში იღებენ წლის განმავლობაში თითოეულის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
წლიური შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორებს შეუძლიათ თანხა მოგებიდან ანარიცხებში ჩარიცხონ ან წარმოადგინონ როგოდრც მოგება.

XVI. უს ჯორჯიას ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
უს ჯორჯიას ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები. ლიკვიდაციას ახორციელებს რექტორი, თუ პარტნიორი არ დანიშნავს სხვა /ლიკვიდატორს/ ან არ აღძრავს შუამდგომლობას უს ჯორჯიას ადგილსამყოფელის მიხედვით, სასამართლოს წინაშე , ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ.
ლიკვიდირებული უს ჯორჯიას ქონება ვალების დაფარვის შემდეგ დაუბრუნდება პარტნიორებს და განაწილდება მათ შოროს გაღებული თანხებისა და გაწეული შრომის მიხედვით.

XVII. დასკვნითი დებულებები
თუ ამ წესდების რომელიმე მუხლი ბათილად ითვლება ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად ამ წესდების ნამდვილობაზე, ბათილი მუხლის ნაცვლად გამოიყენება ძალაში არსებული წესი, ან ის მუხლი რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა უს ჯორჯიას მიზნები.
თუ წესდებას აქვს ხარვეზი, მაშინ გამოიყენებ კანონით გათვალისწინებული დებულებები.
უს ჯორჯიას წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. წესდებას ხელს აწერენ უს ჯორჯიას პარტნიორები. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.