წარმომადგენლობითი საბჭო


შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას

 წარმომადგენლობითი  საბჭოს დებულება

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას  (შემდეგში უმაღლესი სასწავლებელი) წარმომადგენლობითი ორგანოა  წარმომადგენლობითი საბჭო,  რომელიც “უმაღ­ლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  აირჩევა უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა  და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.

           1.  წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების დანიშვნის წესი

  1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედის უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ბიბლიოთეკარი.
  2. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი.

         2. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია:

  1. შეიმუშავოს და დაამტკიცოს  უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესი;
  2. შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმაღლესი სასწავლებლის  მისია;
  3. შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმაღლესი სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების დებულებები;
  4. აირჩიოს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;
  5. აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
  6. შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმაღლესი სასწავლებლის  საქმისწარმოების წესი;
  7. აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური თანამდებობის დაკავების წესსა და პირობებს;
  8. ახორციელებს უმაღლესი სასწავლებლის შინაგანაწესით და ამ დებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

         3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა  

3.1. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან: წარმომადგენლობითი  საბჭოს სპიკერი; წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მდივანი; კონკურსის წესით არჩეული აკადემიური პერსონალი; მოწვეული პერსონალი; სტუდენტები (საბჭოს შემადგენლობის  1/3) 3.2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მდივანი აირჩევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის წარდგინებით საბჭოს შემადგენლობიდან პირველ სხდომაზე, წევრთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით.

  1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების წესი

4.1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზაციას უკეთებს და თავმჯდომარეობს სპიკერი; 4.2. წარმომადგენლობითი  საბჭოს სხდომას საჭიროების მიხედვით იწვევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრების ინფორმირებას სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს; 4.3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრების უმრავლესობა, საკითხების გადაწყვეტა ხდება ღია კენჭისყრით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ ხმას მისცემს წარმომადგენლობითი საბჭოს  საერთო შემადგენლობის უმრავლესობა. კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად, თუ ამას მხარს დაუჭერს საბჭოს უმრავლესობა; 4.4. საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები შეიტანება სხდომის ოქმში, საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს წარმომადგენლობითი  საბჭოს სპიკერი და სხდომის მდივანი.