საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური


 სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • უს ჯორჯიას ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში  არსებულ კონკურენტულ უპირატესობებთან გამკლავება და საგანამანათლებლო სფეროს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
  • უს ჯორჯიაში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების  ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა.

სამსახურის ამოცანებია:

  • საქმიანი ურთიერთობების დამყარება საზოგადოებასთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სასწავლო–სამეცნიერო ცენტრებთან, კულტურულ-სპორტულ, შემოქმედებითი და სხვა სახის ორგანიზაცია–დაწესებულებებთან, ცნობილ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.
  • უს ჯორჯიას მონაწილეობისათვის სამთავრობო და თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო-საზოგადოებრივი  ორგანიზაციებების  მიერ გამოცხადებული   საგრანტო პროგრამების შერჩევა;
  • საინფორმაციო ბუკლეტების, პლაკატებისა და სხვა საცნობარო მასალების შემუშავება და გავრცელება საინფორმაციო გარემოში.
  • უს ჯორჯიას  საქმიანობის რეკლამირება ქვეყნის შიგნით სხვადასხვა სახის სარეკლამო საშუალებებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.
  • მოქმედი კანონმდებლობით და უს ჯორჯიას მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

სამსახურის ხელმძღვანელი:

  •  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
  •  უს ჯორჯიას  რექტორს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
  •  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
  •  უს ჯორჯიას რექტორს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
  • უს ჯორჯიას რექტორს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
  • ანგარიშვალდებულია უს ჯორჯიას  რექტორის და პრორექტორის წინაშე.
  •  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს უს ჯორჯიას  რექტორი და პრორექტორი.
  •  სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, უს ჯორჯიას რექტორის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სხვა შტატის თანამშრომელი.

საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – სოფიო დვალი ელ-ფოსტა – sdvali@usgeorgia.edu.ge მობილური: 598 71 77 98

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება