უმაღლესი სასწავლებლის მისია


შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას
მ ი ს ი ა

  •  ფუნდამენტალური ღირებულებების მატარებელი შრომითი ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
  •  უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროგრესირებადი რეფორმების ინტენსიურ დანერგვაზე ზრუნვა;
  •  ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა და ამავდროულად უმაღლესი განათლების მისაღებად წარმატებული გარემოს უზრუნველყოფა;
  •  ეროვნული საგანმანათლებლო ინტერესების შერწყმის საფუძველზე თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლით მისაღწევი კომპეტენციების ფოკუსირება კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით მოზიდვა და შერჩევითობა;
  •  მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და მათი გაუმჯობესების მექანიზმების მუდმივი სრულყოფა;
  •  სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების თავისუფალი არჩევითობისა და გამჭვირვალე სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციისა და მონაცემების საჯაროობის საფუძველზე სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა;
  •  შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობა;
  • ინტელექტუალური განვითარებისათვის შესაბამისი კრეატიული გარემოს ორგანიზება და სტუდენტთა შემოქმედებით საქმიანობაში ფინანსური მხარდაჭერა;