უმაღლესი სასწავლებლის ისტორია


 

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას

ისტორიული ვერტიკალები

XX საუკუნის 90-იან წლებში განათლების სფეროში ძირეული რეეფორმები დაიწყო. 1991 წლიდან ინტენსიურად ვითარდება პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები ქართულ რეალობაში. ამავე წელს ქართველი მეცნიერებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თაოსნობით დაარსდა პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტებთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სახით. დაარსების დღიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან არსებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ფუნქციონირებდა სამი ძირითადი მიმართულება: ფსიქოლოგიის, იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებები, სადაც კონკურსის შედეგად ჩარიცხულ იქნა 1000-მდე სტუდენტი. დროთა განმავლობაში იგი სწრაფად გაფართოვდა, გაიზარდა, ხოლო თვით უმაღლეს სასწავლებელმა უდიდესი როლი შეასრულა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. საგანმანათლებლო სივრცეში არსებულმა მზარდმა კონკურენციამ უმაღლესი სასწავლებლები უახლესი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა, რის საფუძველზეც ინსტიტუტმა ძირეული რეფორმები განახორციელა. 1996 წელს კი ახალი ღირებულებებითა და ფასეულობებით ჩამოყალიბდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი. თავის მოღვაწეობის 17 წლის მანძილზე უნივერსიტეტმა  დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის და საქართველოს ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობით მოკრძალებული ნაბიჯები გადადგა საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1996 წლის 19 თებერვალს შპს „თბილისის საერთაშორიო ურთიერთობების ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანამანათლებლო საქმიანობის #01-17-08/160 ლიცენზია. შპს  „თბილისის საერთაშორიო ურთიერთობების ინსტიტუტს“ 2001 წლის 29 მაისს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „საერთაშორიო ურთიერთობების უნივერსიტეტი“. საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის #2-19/215 გადაწყვეტილებით, შპს „საერთაშორიო ურთიერთობების უნივერსიტეტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის #58/ს ბრძანებით, შპს „საერთაშორიო ურთიერთობების უნივერსიტეტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შპს „საერთაშორიო ურთიერთობების უნივერსიტეტს“ 2010 წლის 15 ივნისიდან შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს  „საერთაშორიო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტი“, ხოლო 2012 წლის 23 მაისიდან კი ეწოდა შპს „უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია“. საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2012 წლის 12 ივლისის #206 გადაწყვეტილებით, შპს „უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია“ (ს/კ 204876991) 2012 წლის 22 ნოემრიდან მიენიჭა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტატუსი. დღეის მდგომარეობით შპს „უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია“ ახორციელებს საგანამანათლებლო პროგრამების  აკრედიტაციის საბჭოს 2012 წლის 8 ნოემბრის #660 და #661 გადაწყვეტილებებით მინიჭებული პროგრამული აკრედიტაციის საფუძველზე შემდეგ საგანამანათლებლო პროგრამებს: 1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. 2. ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა.