ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება


შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭოს დებულება

 

1. შესავალი

1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას  (შემდეგში უს ჯორჯია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დებულება (შემდგომში დებულება) შემუშავებულია ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე;

 

2. ფაკულტეტის საბჭოს მიზანი და ფუნქციები

2.1. ფაკულტეტის საბჭოს მიზანი 

ფაკულტეტის საბჭოს მიზანს წარმოადგენს, უს ჯორჯიაში  საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულება, ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების გზით;

2.2. ფაკულტეტის საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ასევე პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების სილაბუსებს მომზადება და განხორციელება, რომელსაც  უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ბ) ფაკულტეტის   დებულების შემუშავება, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს;

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება;

გ) სტუდენტთა მომზადება და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება.

დ) ახორციელებს ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

3.ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა

3.1. უს ჯორჯია  საგანმანათლებლო ფუნქციების განხორციელების მიზნით ქმნის ფაკულტეტს, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო;

3.2. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე – დეკანი, ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მდივანი და საბჭოს წევრები;

3.3.  ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მდივანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის – დეკანის წარდგინებით ფაკულტეტის საბჭოს პირველ სხდომაზე, ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობიდან, წევრთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით.

4. ფაკულტეტის დეკანი

4.1. უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;

4.2. შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას;

4.3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

4.4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

4.5. თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს.

 

5.    ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების წესი

5.1.ფაკულტეტის საბჭოს სხდომას საჭიროების მიხედვით იწვევს ფაკულტეტის თავმჯდომარე – დეკანი. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს წევრების ინფორმირებას სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს;

5.2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრების უმრავლესობა, საკითხების გადაწყვეტა ხდება ღია კენჭისყრით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ ხმას მისცემს ფაკულტეტის საბჭოს  საერთო შემადგენლობის უმრავლესობა. კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად, თუ ამას მხარს დაუჭერს საბჭოს უმრავლესობა;

5.3. საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები შეიტანება სხდომის ოქმში, საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ფაკულეტის საბჭოს თავმჯდომარე- დეკანი და სხდომის მდივანი;