სტუდენტის სტატუსი


სტუდენტისათვის  სტატუსის მინიჭება

საბაკალავრო პროგრამებზე  ჩაირიცხებიან მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირები.  ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო კურსების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება  მოიცავს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.

 

სტუდენტის სტატუსის შეჩერება

სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება უს ჯორჯიასა და სტუდენტის უფლება-მოვალეო­ბების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება უს ჯორჯიას სტუდენ­ტების საერთო რაოდენობის ფარგლებში; სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კა­ნონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N 10/ნ (04.02. 2010 წ.) ”უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ” ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

 

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);
  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
  • ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ფინანსური დავალიანება;
  • ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • დისციპლინური გადაცდომა;
  • სტუდენტის ბრალდებულად ცნობა, სასამართლოს გამამტყუნებელი  გა­ნაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

 

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შეი­ძლება უკავშირდებოდეს უს ჯორჯიას  საგანმანათლებლო (საბაკალავრო) პროგრამით გათვალის­წინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუ­თავსებელი ქმედების განხორციელებას;
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებ­რივი შედეგები დგება რექტორის ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუ­დენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი  შეუთავსე­ბელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან;
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით;
  • სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • უს ჯორჯიას შინაგანაწესის და ეთიკის ნორმების დარღვევა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება განათლების კონკრეტულ საფეხურზე;
  • პირადი განცხადება;
  • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
  • სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, აგრეთვე, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების შეურაცხყოფა, მათ მიმართ უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება და ძალადობა.
  • შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.
  • კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანა­შა­უ­ლის ჩა­დენისათვის;
  • ქმედუუნაროდ ცნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • გარდაცვალება;

 

სტუდენტის სტატუსის აღდგენა და სწავლის განახლება

  • ფინანსური დავალიანების გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტის უს ჯორჯიაში აღ­დგენა შესაძ­ლებელია ფინანსური დავალიანების დაფარვისა და შესაბიმისი განაცხადის გაკეთების შემდეგ;
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენისას მოხდე­ბა პირის მიერ ათ­ვი­სე­ბული საგნების მიმდინარე საგანმა­ნათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დად­გენა და სწავ­ლის გაგრძელების უფლება მიეცემა მის მიერ დაგროვილი კრედიტების შესაბამისი სემესტრიდან;
  • სტატუს შეჩერებული სტუდენტი წერს განცხადებას უს ჯორჯიას რექტორის სახელ­ზე, განცხადება გადაეცემა ფაკულტეტის დეკანს, რომლის დადებითი დასკვნის წარმოდგენილს შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა და ფორ­მდება ახალი ხელშეკრულე­ბა/კონტრაქტი სწავლის იმ საფასურით, რომელიც დადგენილია სტატუსის აღდ­გენის პერიოდისათვის;
  • უს ჯორჯიაში აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაწერეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტამდე განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს  სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.