ბიბლიოთეკა


ბიბლიოთეკის ისტორია
უმაღლესი  სასწავლებელი  ჯორჯიას  ბიბლიოთეკის ჩამოყალიბების ისტორია უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღიდან იღებს სათავეს.  აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო  1991 წლიდან. იგი დასაბამიდანვე მდიდარი იყო როგორც წიგნადი ფონდით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი ფლობდა ამ წლებში. რექტორატმა დიდი მუშაობა გასწია ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესაქმნელად და გასამდიდრებლად. ამის შემდგომ ბიბლიოთეკა სისტემატიურად მდიდრდება ახალი სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურით, ივსება როგორც შეძენილი ლიტერატურით, ასევე ნაჩუქარი წიგნებითა და შემოწირულობებით. მის ფონდში დაცულია პერიოდული გამოცემები, კლასიკოსთა ნაწარმოებები და სხვა ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე.
წიგნადი ფონდი
უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფონდი  მოიცავს როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ მატარებელზე არსებულ ერთეულებს, პერიოდულ გამოცემებს, სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილ აუდიო ჩანაწერებს და დისკებს. სასწავლო  უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე განთავსებულია ლიტერატურის ელექტრონული საძიებელი, ასევე შესაძლებელია საერთაშორისო ელექრონული რესურსებით სარგებლობა. ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ლიტერატურა  შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. უმაღლეს სასწავლებელში არსებობს  საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის პერიოდიკაზე გაფორმებული ხელშეკრულებები.
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:
წიგნების გატანა და დაბრუნება წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი. – სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი ასეთი არსებობს. – ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ათი დღით. – გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ათი დღის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ათი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:მოწევა, – ხმაური და საუბარი. – მობილური ტელეფონების გამოყენება. – წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით – წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა. – აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება სტუდენტის და, საერთოდ, აბონენტისათვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება. – წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობასა, თუ დაზიანებაში ხელმეორედ შემჩნეული პიროვნებას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი

ბიბლიოთეკა მუშაობს: ყოველდღე, კვირის გარდა : ორშაბათი-პარასკევი – დილის 10.00-სთ-დან – 19.00-მდე. შაბათს – 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე.

გარე საბიბლიოთეკო ფონდები

 

Cambridge University Press

მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 230 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.

  

EBSCO Publishing

წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას.  მოიცავს: 7000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა), მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს, ძალზე მოხერხებულ და ეფექტურ საძიებელს. გაეცანით

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ელექტრონული წიგნები

Royal Society Publishing – სამეფო საზოგადოების გამომცემლობა.
გთავაზობთ სამეფო საზოგადოების გამომცემლობის ჟურნალებში გამოქვეყნებულუახლეს სტატიებს სხვადასხვა სფეროში;  ასევე შესაძლებელია მასალის ონლაინ შეძენა.რესურსებით სარგებლობის ინსტრუქცია მოიძიეთ ბიბლიოთეკაში.