ჯორჯიასა და ბიზნესისა და გადასახადების სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას პრორექტორმა მარინე კობალავამ და ბიზნესისა და გადასახადების სასწავლო ცენტრის დირექტორმა მერაბ მიქელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დაწესებულებებს შორის სამეცნიერო და მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი თემატური კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა სამუშაო პრაქტიკის ორგანიზებას, მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელებას.

ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უწყვეტი განათლების პროგრამის პროექტის – „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ – ფარგლებში შეიმუშაონ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტები, ჩაატარონ ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული და სამეცნიერო მეთოდური კონფერენციები.