საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“

25 აპრილს, უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან პარტნიორობით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესი  – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“. კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის სფეროში დაგროვილი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტების მოტივაციის ამაღლებასა და მათი სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ბიზნესის სფეროს მკვლევარები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, რომელთაც ბიზნეს საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. კონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მხარდაჭერით გაიხსნა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ ნოდარ საგანელიძის სახელობის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში კომპიუტერული ტექნიკით განახლდება.