საერთაშორისო კონფერენცია „ გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“

25 აპრილს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან პარტნიორობით ატარებს საერთაშორისო კონფერენციას

გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები

კონფერენციის მიზანი: ბიზნესის სფეროში დაგროვილი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა, ახალი ცოდნით გამდიდრება.

კონფერენციის ამოცანები: სტუდენტების მოტივაცია და მათი სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერა.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოწვეული არიან: როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, ბიზნესის სფეროს მკვლევარები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, რომელთაც ბიზნეს საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ორი დამოუკიდებელი სექცია სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ორგანიზაციული საკითხები:

კონფერენციის ჩატარების ადგილი და დრო: უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია, ჯ. ნადირაძის 46, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორია, დასაწყისი 15:00 საათზე.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები გამოქვეყნებული იქნება კონფერენციის კრებულში. 

მათთვის, ვინც არ აპირებს კონფერენციაზე გამოსვლას და სურს, რომ მისი ნამუშევარი დაიბეჭდოს კონფერენციის კრებულში, კონფერენციაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 $ -ის ექვივალენტს ლარში. თანხა, 2017 წლის 15 აპრილამდე  უნდა გადარიცხოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: პროკრედიტ ბანკი GE68PC0133600100063122

აუცილებელია მიუთითოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გადარიცხვის საფუძველი – საერთაშორისო კონფერენციაში „ გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“ მონაწილეობა.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონფერენციის კოორდინატორს:
მაია ვასაძე, ტელეფონი: 599670108, ელექტრონული ფოსტა: mvasadze@usgeorgia.edu.ge