ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობებზე

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული  პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ტარდება სწავლების პირველ საფეხურზე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობეზე:

მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება

დარგი/სპეციალობა  – მარკეტინგი

ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – ფინანსები

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – ბიზნესკომუნიკაცია

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – ინჟინერია

დარგი/სპეციალობა  – ინფორმატიკა

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – სოციალური მეცნიერებების

 დარგი/სპეციალობა  – პოლიტიკური მეცნიერება

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – საერთაშორისო ურთიერთობები

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – სამართალი

 დარგი/სპეციალობა  – კერძო/ბიზნეს სამართალი

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – საჯარო სამართალი

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

მიმართულება – ჰუმანიტარული მეცნიერებანი

 დარგი/სპეციალობა  – ფილოლოგია

ქვედარგი/სპეციალიზაციაინგლისური ფილოლოგია

ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

კონკურსის ჩატარების  პირობები

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი პროფესიული ნიშნის მიხედვით.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება  ურთიერთშეთანხმებით.

ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

პროფესორი და  ასოცირებული  პროფესორი აირჩევა 6 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით); დანართი 1

ბ) კონკურსატის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით); დანართი 2

გ)შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

ე) სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბილო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);

ვ)  სალექციო კურსის (კურსების) ჩამონათვალი – სილაბუსით (სილაბუსებით);

ზ) ნაშრომელბის ეგზემპლარები ან ასლები, წიგნებისა და მონოგრაფიების ყდის ქსეროასლებით;

თ)  2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;

ი) პირადობის მოწმობის ასლი;

კონკურსის ჩატარების  ვადა

კონკურსი ცხადდება 2017 წლის  19 იანვარს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2017 წლის 20 თებერვლიდან 02 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ.  თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46,  ტელ. 2 36-91-60.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;

მეორე ეტაპი გასაუბრება;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2017 წლის  10 მარტს.