2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა აღდგენის ვადები

განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის უს ჯორჯიას სტუდენტთა აღდგენის ვადები:

  1. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში აღდგენის მსურველი სტუდენტი ვალდებულია 2018 წლის 16 თებერვლამდე მომართოს შესაბამისი განცხადებით უს ჯორჯიას ადმინისტრაციას აღდგენის თხოვნით.
  2. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი განიხილავს აღდგენის მსურველი სტუდენტის მიერ შესწავლილ სასწავლო კურსებს (კრედიტებს), ადარებს მას მიმდინარე პროგრამის სასწავლო კურსებთან და კრედიტებთან და ადგენს სტუდენტის მიერ ჩასაბარებელი განსხვავებული საგნების ჩამონათვალს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც წარუდგენს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორს დასამტკიცებლად.
  3. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანება სტუდენტთა სტატუსის აღდგენის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 2018 წლის 28 თებერვლამდე.
  4. ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუს შეჩერებული სტუდენტი ვალდებულია აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას დაურთოს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Leave a comment