შიდა მობილობა უს ჯორჯიაში

განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

  1. უს ჯორჯიაში სწავლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატში) შიდა მობილობის მსურველი ვალდებულია ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაზე გადასვლის შესახებ გააკეთოს განაცხადი უს ჯორჯიას ფაკულტეტის დეკანის სახელზე 2018 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით;
  2. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი განიხილავს სტუდენტის მიერ შესწავლილ სასწავლო კურსებს (კრედიტებს), ადარებს მას მოქმედი პროგრამის სასწავლო კურსებთან და კრედიტებთან და ადგენს სტუდენტის მიერ ჩასაბარებელი განსხვავებული საგნების ჩამონათვალს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც წარუდგენს უს ჯორჯიას რექტორს დასამტკიცებლად.
  3. განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  4. სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 19-20 თებერვალი;
  5. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანება შიდა მობილობით სტუდენტთა ჩირიცხვის შესახებ გამოიცემა 2018 წლის 28 თებერვლამდე.
  6. შიდა მობილობით უს ჯორჯიაში ჩარიცხულ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების დამოწმებული ასლი გაიგზავნება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბრძანების გამოცემიდან ორი კვირის ვადაში.

 

Leave a comment