უს ჯორჯია აცხადებს სტუდენტების მობილობით მიღებას 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

უს ჯორჯია აცხადებს სტუდენტების მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე.

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლების პირველ საფეხურზე მობილობის მსურველი  ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე eqe.ge2018 წლის 18 იანვრიდან  1 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

პირი, რომელიც  მოიპოვებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით (პირადი საქმის ასლებით) (თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46), ადმინისტრაციული შენობის პირველ სართული).

დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს პერიოდში.

 

Leave a comment