უს ჯორჯია აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

განისაზღვრა შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის შემდეგი ვაკანტური ადგილები:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 43 (ორმოცდასამი) ვაკანტური ადგილი;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა – 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი.

პროცედურული ვადები:

1. 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრში მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმით) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლის 11 იანვარი;

2. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლების პირველ საფეხურზე მობილობის მსურველი ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge , 2018 წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;

3. პირი, რომელიც მოიპოვებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით (პირადი საქმის ასლებით) (თბილისი, ჯირხა ნადირაძის ქ. №46), ადმინისტრაციული შენობის პირველ სართული;

4. მობილობის მსურველის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 06 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა 1100 საათიდან 1800საათამდ;

5. ფაკულტეტის დეკანის მიერ ამ ბრძანების თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 3) მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი სტუდენტის კრედიტების აღიარების დასკვნის წარმოდეგნის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 13 თებერვალი;

6. მობილობის მსურველთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და აღიარებული კრედიტების რაოდენობაზე სტუდენტის თანხმობის განაცხადის შევსება თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 2) მოხდება – 13-14 თებერვალს;

7. ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდება 15 თებერვლის ჩათვლით;

8. მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდა და ხელშეკრულების გაფორმების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 16 სექტემბრიდან 26 თებერვლის ჩათვლით.

9. სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ბრძანება გამოიცემა 2018 წლის 01 მარტამდე, რომელიც აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში და იგზავნება ცენრში;

10. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 6 მარტი. ხოლო აღნიშნული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვისა და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადად განისაზღვროს 2017 წლის 7 მარტი.

11. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადად განისაზღოს სტუდენტის მომართვიდან 1 კვირა.

12. მობილობით გადმოსული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული).

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტის განცხადებას (დანართი 1) თან უნდა დაერთოს შემდები დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი – კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული სტუდენტების შემთხვევაში;

დ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტების (სტუდენტის სტატუსის მპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის და ან სხვა ბრძანების) სათანადო წესით დამოწმებული ასლები;

ე) სტუდენტის პირადი საქმე, მათ შორის გამშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ,

ასევე გავლილი სასწავლო კურსებისა და დაგროვებული კრედიტების მითითებით სათანადო წესით დამოწმებული სტუდენტის სასწავლო ბარათი;

Leave a comment