ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

წიგნების გატანა და დაბრუნება – წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი. – სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი ასეთი არსებობს. – ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ათი დღით. – გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ათი დღის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ათი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია: – მოწევა, – ხმაური და საუბარი. – მობილური ტელეფონების გამოყენება. – წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით – წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა. – აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება სტუდენტის და, საერთოდ, აბონენტისათვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება. – წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობასა, თუ დაზიანებაში ხელმეორედ შემჩნეული პიროვნებას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.