პროგრამების სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მიზანია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება,  რაშიც მათ დაეხმარება პროგრამით შეთავაზებული თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულადმოიაზრება:

  • პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების შესწავლა;
  • თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • საბაკალავრო ნაშრომის შესრულება;
  • საწარმოოპრაქტიკის გავლა;

საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობი­სათ­ვის, როგორც  ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზრებსა და საგანმა­ნათ­ლებლო სივრცეში კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნისმიღებისადა სათანადო უნარების ჩამოყალი­ბე­ბის უზრუნველყოფა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა

ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის  მიზანია პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის საფეხურზე შესაბამისი თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე რელევანტური კომპეტენციების გამომუშავებას.

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს შეასწავლოს ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას იყოს კონკურეტუნარიანი დასაქმების ბაზარზე და იმუშაოს ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მოითხოვება ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, მათ შორის საქმიანი მიმოწერა, ინგლისურენოვან ტექსტებზე მუშაობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა.