მოხალისეები 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის!

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმში გაიმართება  მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები მონაწილეობენ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოლიმპიადის ფარგლებში ეძებს ყველაზე მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით სავსე 18-30 წლის მოხალისეებს, რომლებიც ჩაერთვებიან ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმიანობაში, ასევე სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.

მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ოფიციალურ ვებგვერდზე batumi2018.fide.com

 

Leave a comment