გარე მობილობა

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.

სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

თუ გსურთ უს ჯორჯიაში სწავლის გაგრძელება, უნდა დარეგისტრირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მოიპოვოთ ჩვენთან მობილობის უფლება;

მას შემდეგ რაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ უს ჯორჯიაში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდა რეგისტრაცია. შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალსა და ვადებზე ინფორმაცია იხილეთ აქ.

მობილობა (დეტალურად)