საბაკალავრო პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
კრედიტების რაოდენობა: 240 კრედიტი

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება,  რაშიც მათ დაეხმარება პროგრამით შეთავაზებული თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად მოიაზრება:
  • პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების შესწავლა;
  • თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • საბაკალავრო ნაშრომის შესრულება;
  • საწარმოო პრაქტიკის გავლა;

საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისათვის, როგორც   ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზრებსა და საგანმანათლებლო სივრცეში  კონკურენტუნარიან  სპეციალისტად  ჩამოყალიბებისათვის  საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და სათანადო უნარების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

საკონტაქტო პირი: მარინე კობალავა
ტელ.: 599 56 41 71
ელ-ფოსტა: mkobalava@usgeorgia.edu.ge

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აღწერა



ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის ბაკალავრი
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
კრედიტების რაოდენობა: 240 კრედიტი

პროგრამის მიზანი:

ინგლისური   ენისა   და   ლიტერატურის   საბაკალავრო   პროგრამის  მიზანია პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა, რაც გულისხმობს ბაკალავრიატის საფეხურზე შესაბამისი თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე რელევანტური კომპეტენციების გამომუშავებას.

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს შეასწავლოს ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას იყოს კონკურეტუნარიანი  დასაქმების  ბაზარზე  და  იმუშაოს  ყველა  იმ  დაწესებულებაში, სადაც მოითხოვება ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, მათ შორის საქმიანი მიმოწერა, ინგლისურენოვან ტექსტებზე მუშაობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა.

საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს მისცემს შესაბამის ცოდნას ინგლისური ენისა და  ლიტერატურის  სფეროში,    კერძოდ  კი  შეასწავლის  და  უზრუნველყოფს  შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებას:

  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები:
  • ინგლისური ენის ლექსიკის ცოდნა;
  • დარგობრივი ლექსიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის   გრამატიკული   კატეგორიების   ცოდნა   და   პრაქტიკული

ინგლისური   ენისა   და   ლიტერატურის   საბაკალავრო   პროგრამის   დასრულების ეტაპზე ბაკალავრის ცოდნა  შეესაბამება ევროკომისიის მიერ შემუშავებული ენობრივი პოლიტიკის „საერთოევროპული რეფერენციული ჩარჩოს“ ენობრივი კომპეტენციის C1 დონეს.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისათვის, როგორც   ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზრებსა და საგანმანათლებლო სივრცეში  კონკურენტუნარიან  სპეციალისტად  ჩამოყალიბებისათვის  საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და სათანადო უნარების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

საკონტაქტო პირი:  მაია ვასაძე
ტელ.: 599 67 01 08
ელ-ფოსტა: mvasadze@usgeorgia.edu.ge

ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის აღწერა